|
2024-01-03 10:18:18, 740 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ახალი წლის ღამეს ჩვენს აეროპორტებში 775 ავიატორი ხვდება და უსაფრთხო ოპერირებაზე ზრუნავს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ახალი წელი ავიაციაში დასაქმებულებსა და მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიულოცა, სადაც 2024 წლის პირველი რეისი მადრიდიდან შესრულდა. ირაკლი ქარქაშაძე ადგილზე გაეცნო აეროპორტის 24 საათიან უწყვეტ მუშაობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში სამსახურებში ხვდებიან. "ჩვენს აეროპორტებში ახალი წლის ღამეს 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის იმ 90 ადამიანს, რომელიც ახალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხვდება და ულამაზებს ჩვენს მგზავრებს ამ ჯადოსნურ ღამეს. სწორედ თქვენი და თქვენი კოლეგების პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობისა და თავდადების შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს. მსურს თითოეულ თქვენგანს მივულოცო ახალი წელი და მადლობა გადავუხადო 2023 წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის. ეს იყო რთული, გამოწვევებით აღსავსე წელი, თუმცა ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართვით თავი. ამავე დროს, 2023 წელი იყო ისტორიული წელი ქართული კომერციული ავიაციისთვის და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ისტორიული, უპრეცედენტო მგზავრთნაკადი მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი იქნება უფრო საინტერესო და კიდევ უფრო წარმატებული წელი ავიაციის სექტორში დასაქმებულებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შევა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)