02:44 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 12:48:00, 1302 ნახვა

საზოგადოება
მერია - „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, 40-მდე ბავშვს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, ბავშვების სურვილების, საჭიროებების მიხედვით, საჩუქრები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბენეფიციარებს საჩუქრები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და კომპანიის სხვა თანამშრომლებმა გადასცეს. თავის მხრივ, ბავშვებმა და მოზარდებმა „ფლეშმობი“ მოაწყეს.

„სასიამოვნო და სასიხარულო ღონისძიება გვაქვს დღეს, რაც „თბილსერვის ჯგუფში“ უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ყველა ბავშვს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ყველა სურვილის ასრულება ვუსურვო“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო „მომავლის გზის“ წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics