2023-12-29 10:51:55, 674 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას "მშვიდობის ფორმულის" განსახორციელებლად საჭირო ერთობლივი ქმდებები განიხილეს.
"ამ პროცესში უკვე ჩართულია 80-ზე მეტი ქვეყანა. მე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისა და უკრაინელებისთვის საშობაო მილოცვისთვის. ასევე, იმისთვის, რომ სამართლიანი მშვიდობა გვისურვა",- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,