2023-12-28 12:13:36, 711 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 11 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავდა
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
Anadolu Agency-ის ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, 50-ზე მეტი კი დაშავდა, ამასთან, 8 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს შვიდი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.
ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ნისლი და მისგან გამოწვეული დაბალი ხილვადობა იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,