16:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-28 09:15:55, 635 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაყვეტილებას, ვინ უნდა იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა. 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. 

„ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ესაა განსხვავება მათსა და ჩენს შორის. როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაყვეტილებას თუ ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს - ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს, ვიღაც ხვალ იმღერებს, ვიღაც ზეგ. ღმერთია მოწმე, რომ არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მე განვსაზღვრო, თუ ვინ უნდა იმღეროს, ვინ გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული. შარშან და შარშანწინ იყო, რომ ვიღაცას არ მოუწია სიმღერა. ამიტომ, საზოგადოება გამოვიდა და მერია გაკიცხა, ეს რა კონცერტები მოაწყვეს, ვინ რას მღეროდა, ვერ გავიგეთო. მართლა არ ვიცი სიმღერა, თორემ მაგასაც არ დავზარდებოდი, მე გამოვიდოდი და ვიმღერებდი, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს ეს ნიჭი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალაკონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს.  

„საახალწლო კონცერტში ძალიან ბევრი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. საკმაოდ საინტერესო წარმოდგენა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ქვეყნის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი. ერთი რამ მინდა ვისურვო, რომ ჯანმრთელი ვიყოთ. ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ვფიქრობ, არაფერია. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. 2024 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics