16:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 17:16:18, 558 ნახვა

საზოგადოება
ნათია მერებაშვილი - საინფორმაციო კამპანიამ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მერებაშვილის თქმით, საინფორმაციო კამპანიამ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

„2015 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მუდმივად ხორციელდება ღონისძიებები, რომელთა მიზანია პროკურორებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, გამკლავება და ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროკურატურის რეგიონული დანაყოფების პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი ნაფიც  მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე.

გარდა ამისა, ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებები გრძელდება.

„მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის ცნობადობისა და საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლის მიზნით, გრძელდება საინფორმაციო კამპანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შეხვედრებს მოქალაქეთა სხვადასხვა სეგმენტთან, სტუდენტებთან და ასე შემდეგ. კამპანიამ, რომელიც დაიწყო 2021 წელს, უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა და დროულობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული თბილისის საქალაქო სასამართლოში - გამოცხადებული მოქალაქეების რაოდენობა გასამმაგებულია“,- დასძინა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 2023 წლის 9 თვეში 12 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელთაგან 9 განზრახ მკვლელობას ან/და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში; 1 თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამცირებელ მოპყრობას; 1 - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია 1 კი - ოჯახში ძალადობას შეეხებოდა. 12 საქმიდან 11 საქმეზე გამამტყუნებელი, ხოლო ოჯახში მომხდარი ძალადობის 1 საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics