|
2023-12-27 15:24:44, 484 ნახვა
საზოგადოება
შოთაძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა
საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. შოთაძის თქმით, საქართველოს პროკურატურისთვის, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, საქმიანობის გამჭვირვალობის და საზოგადოებისთვის წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის უწყება პროაქტიულად ახდენს ინფორმაციების გავრცელებას, როგორც ზოგადი სტატისტიკის, მიმდინარე ტენდენციების, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. „საქართველოს პროკურატურისთვის, როგორც უწყების სტრატეგიით, ასევე სამოქმედო გეგმით, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით 2023 წელს გადადგმული ნაბიჯები, რაც ჩვენს მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების დიდ რაოდენობაში გამოიხატა. კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ჩვენი საქმიანობა და საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ",- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა. მისივე თქმით, როკურატურაში ის შედეგები და მიღწევები არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს. გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის. გენერალურმა პროკურორმა ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს 2023 წლის განმავლობაში გაწეული ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)