18:36 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 15:21:12, 500 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაწესებულება, ერთდროულად, 400-მდე ბავშვსა და 18 წლამდე მოზარდს ემსახურება, რომლებსაც ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს.

"ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებმა კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღება, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ერთ სივრცეში შეძლონ.

ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში. 

ბენეფიციარებს სპეციალური თერაპიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ უტარდებოდათ. დაწესებულების დახურვის შემდეგ, მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სახალხო დამცველთან კოორდინაციით, „ევექსმა“, ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გახსნა, რომელიც 6 დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ნეიროგანვითარების ცენტრი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს კაპიტალის (GCAP) თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ დაათვალიერეს",- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics