18:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 10:27:20, 617 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვა - „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შევიძინეთ

ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი - „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინეს.

"2024 წლის იანვრიდან, პაციენტები აღნიშნულ მედიკამენტებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. 

უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროსგან მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს. 

კომპანია „როშესთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას აგრძელებს და მოლაპარაკებები მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან აქვს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. 

მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics