|
2023-12-26 22:52:12, 3089 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის კოდექსზე - ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია
„თავდაცვის კოდექსი“ არის მთავარი სამართლებრივი აქტი, რაც გამოცემულა ამ უწყებაში და ინსტიტუციურად არეგულირებს უწყების ფუნქციონირებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან განვითარების გეგმებში. ის სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც დიდ პრობლემას უქმნიდა თავდაცვის ძალებს და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, აღმოფხვრილია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იმ სამომავლო შედეგებზეც ისაუბრა, რაც ახალი თავდაცვის კოდექსით მიიღწევა. „არ მინდა საზოგადოება შეშინდეს და იფიქროს, რომ ეს ტოტალური გაწვევა იქნება, მას შემდეგ რაც ჩვენ დავხურეთ ისეთი სივრცეები, რომელსაც ბოროტად და არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ კონკრეტული ჯგუფები. შედეგად, ჩვენ მივიღებთ კარგად გაწვრთნილ რეზერვს, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია. ჩვენი პირობებით მივაღწევთ იმ შედეგს, რაც გვჭირდება, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა შევინარჩუნოთ. ჩვენი დღევანდელი გეგმაა, წელიწადში 4000-5000 სამხედრო სავალდებულო მოსამსახურე გავიწვიოთ, რაც საბოლოო ჯამში იქნება იმ მიზნისკენ მიმართული, რომ შევქმნათ კარგად მომზადებული რეზერვი ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)