|
2023-12-26 15:16:37, 1338 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს აშენებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „ბაკურიანის მთების კურორტი“ დაბა ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 4.9 მილიონი დოლარია, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. მიმდინარე პროექტი 4 619.00 კვ.მ - ზე 58 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რესტორანს, ლაუნჯს, ღია აუზსს, სპასა და ღია და დახურულ ტერასებს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. სამომავლოდ კომპანია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების განვითარებას და არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. „საქართველოს ბანკი“ პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. რეგიონებში ტურიზმის განვითარება ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის და სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბაკურიანის მთების კურორტთან“ ჩვენი პარტნიორობა და მოხარულები ვართ, რომ დაბა ბაკურიანში მსგავსი ტიპის სასტუმრო აშენდება. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ და კიდევ ბევრი მასშტაბური პროექტი განახორციელონ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი წეროძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)