06:49 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 12:36:47, 735 ნახვა

მსოფლიო
BBC - სერბეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ - პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა [ვიდეო]

სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს.

როგორც მედიასაშუალება წერს, სამართალდამცავებმა მომიტინგეების შესაჩერებლად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

დემონსტრანტების თქმით, არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა, მისი შედეგები კი არალეგიტიმურია.

აღსანიშნავია, რომ მომხდარს გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და განაცხადა, რომ ბრალდებები სიცრუეა.

მისივე თქმით, დემონსტრანტები "ავაზაკები" არიან და სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ვერ მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რომელშიც ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, 

ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენება და ა.შ.

აღნიშნულ შედეგებს გამოეხმაურა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რაინგოლდ ლოპატკაც და განაცხადა, რომ ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics