21:57 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 15:53:48, 582 ნახვა

საზოგადოება
ლევან გამყრელიძე - საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება სააგენტოს მნიშვნელოვანი ამოცანაა

​„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს საავტომობილო გზით უკვე შეუძლიათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მხარესთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური ძალისხმევითა და სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უშუალო ჩართულობით.

მისივე თქმით, შეთანხმების შედეგად, ახალ ეტაპზე გადადის საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში.

„საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და ქართველი გადამზიდველებისთვის საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა სააგენტოს მნიშვნელოვანი ამოცანაა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ქართველი გადამზიდველების ინტერესების დაცვას და კონკურენტუნარიანობის ზრდას ახალ ბაზრებზე“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ პირველი ნებართვა უკვე გასცა. სააგენტოს თბილისის ფილიალიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვების მიღება უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება რეგიონის ოფისებს, ნებართვების გაცემა დაიწყება მომავალი წლიდან.

შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის, როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics