23:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 11:03:04, 568 ნახვა

საზოგადოება
ნოე მეგრელიშვილი ჰაერის კონვენციის აღმასრულებელი ორგანოს ბიუროს ვიცე-თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

​ქალაქ ჟენევაში გამართულ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) აღმასრულებელი ორგანოს 43-ე სხდომაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი კონვენციის აღმასრულებელი ორგანოს ბიუროს ვიცე-თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნული პოსტი პირველად, 2021 წელს, ორი წლის ვადით დაიკავა.

„ჰაერის კონვენცია აერთიანებს აშშ-ს, კანადას, ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებს. კონვენციის ფარგლებში, საერთაშორისო დონეზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით მიმდინარეობს მსოფლიოში მოწინავე სამეცნიერო და პოლიტიკური საქმიანობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, ჰაერის დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებებით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, მათ შორის: საწვავის ხარისხის ევრო 5 სტანდარტამდე გაუმჯობესება, ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლის შემოღება, ავტომობილების ემისიის ევრო 5 სტანდარტის დაწესება, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესება, სამრეწველო გაფრქვევების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობა და ა.შ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics