18:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 12:15:50, 1140 ნახვა

სამართალი
საია - პირის უკანონოდ დაკავების გამო, აჭარის მთავარ სამმართველოს 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა

სასამართლომ პირის უკანონოდ დაკავების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, - აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საიას განცხადებაში ვკითხულობთ, მოსარჩელის განმარტებით, მას როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენელსა და პოლიტიკურად აქტიურ პირს, სისტემატურად უსმენს და უთვალთვალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად, მან 2021 წლის 12 ნოემბერს გადაწყვიტა აქცია გაემართა უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

"მოსარჩელე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჯერ 24 საათით, ხოლო შემდეგ პოლიციამ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაკავების ვადა დამატებით 24 საათით გაახანგრძლივა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მას სახდელის სახედ და ზომად შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღით. მხარის მიერ აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსამართლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics