05:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 19:42:04, 845 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის სეიმის წევრი - ახალი კოალიცია ცდილობს, საზოგადოებრივი ტელევიზია ხელში ჩაიგდოს

ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლიანობის“ წარმომადგენელი მარკინ პრჟიდაჩი აცხადებს.

როგორც პრჟიდაჩი აღნიშნავს, ქვეყნის ახლმა პრემიერ-მინსიტრმა, დონალდ ტუსკმა იცის, რომ ახალი კანონმდებლობის მიღებას დრო სჭირდება, ამიტომ სურს, რომ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი "ხელში ძალის გამოყენებით ჩაიგდოს".

„ახალი წესრიგი დონალდ ტუსკის მმართველობის პირობებში. ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დუდამ. ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება წარმატების ყოველგვარი გარანტიის გარეშე. სწორედ ამიტომ მათ სურთ, ეს ძალის გამოყენებით გააკეთონ. მაუწყებლობა უკვე შეწყვიტა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხმა. ზოგიერთმა დეპუტატმა ამ კაცის შეჩერება სცადა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ბნელი დრო პოლონეთში“, - წერს პრჟიდაჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics