00:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 15:23:22, 700 ნახვა

საზოგადოება
„ავერსი“ - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ავერსი" ავრცელებს.

როგორც "ავერსის" განცხადებაშია აღნიშნული, "იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა".

"ვეხმაურებით ფარმაცევტული კომპანიების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) 2023 წლის 19 დეკემბრის განცხადებას. 

სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. 

როგორც ცნობილია, სამინისტროს რეალურ (online) რეჟიმში სრულად მიუწვდება ხელი ყველა კომპანიის ინფორმაციაზე, როგორც იმპორტის და მარაგების დეტალურ მონაცემებზე, ისე საცალო და საბითუმო გაყიდვებსა და გასაყიდ ფასებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა, რომელშიც მოიაზრება შპს "ავერსი-ფარმაც“. 

დასახელებული 20 მედიკამენტიდან, შპს "ავერსის-ფარმას“ მიერ იმპორტირებულია მხოლოდ ერთი მედიკამენტი (დიოვანი 160მგ #14 ტაბ). ასევე აღვნიშნავთ, რომ შპს "ავერსი-ფარმას“ აქვს თურქული წარმოების "დიოვანიც 160მგ #28“, რომლის ტაბლეტების რაოდენობა ორჯერ მეტია ესპანეთიდან იმპორტირებულთან შედარებით, ხოლო სამინისტროს მიერ მითითებულ 31.7 ლართან მიმართებით, "ავერსის" ქსელში ამ მედიკამენტის ღირებულება თითქმის მესამედია და  შეადგენს 11.13 ლარს.

ყველა სხვა დანარჩენი მედიკამენტი არის ადგილობრივი მომწოდებლებისგან შესყიდული. 

სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან არც ერთზე არ აქვს ჩვენს კომპანიას განცხადებაში მითითებული 1000, 2000 და 3000%-იანი დარიცხვები. შპს "ავერსი-ფარმას“აღნიშნულ მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი ფასდაკლების დღეებში არ აღემატება 11.28%, ხოლო სიიდან ერთ მედიკამენტს (ლუთეინა 200მგ, N30) ვყიდით თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ავერსი" ფასნამატების სპეციალურ ცხრილთან ერთად ავრცელებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics