00:57 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 11:54:09, 603 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - გლდანის რაიონის გამგეობამ სამეგრელოს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოაწესრიგა

გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე სამეგრელოს ქუჩის მოწესრიგება დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, თბილისში არსებული პრობლემური ქუჩები, აღნიშნული ქუჩის მსგავსად, ეტაპობრივად მოწესრიგდება.

„სამეგრელოს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემასთან ერთად, 1 200 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი მოეწყო და 5 100 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მუხიანის აგარაკები ერთ-ერთი რთული არეალი იყო, სადაც არაფერი არსებობდა, მათ შორის, არც მიწისქვეშა კომუნიკაციები. უბრალოდ გავლა იყო შეუძლებელი, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში. ცენტრალურ ქუჩაზე მოეწყო საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემები. ყველაფერი, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით იყო საჭირო, სრულად მოწესრიგდა. თბილისში პრობლემური ქუჩები ბევრია და ვცდილობთ, კონკრეტული არეალები ყოველწლიურად მოვაწესრიგოთ თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. მუხიანის აგარაკებს რაც შეეხება, მომავალ წელსაც დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ქუჩის მოწესრიგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა აწუხებს სოფელი დიღმის მოსახლეობასაც.

„იგივე პრობლემა აქვს სოფელ დიღმის მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციების არ არსებობის გამო. ეტაპობრივად, აღნიშნული ტერიტორიაც უნდა მოწესრიგდეს. ქალაქში მსგავსი პრობლემები არ უნდა არსებობდეს“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics