2023-12-20 11:26:25, 448 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე სამეგრელოს ქუჩის მოწესრიგება დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება დაასრულა.
გამგეობის ცნობით, სამეგრელოს ქუჩაზე, 5 100 კვ. მ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო.
"აღნიშნულ ქუჩაზე 1 200 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი და ასევე, სანიაღვრე სისტემა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.
სამეგრელოს ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 037 457 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ დაათვალიერა",- ნათქვამია გლდანის გამგეობის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),