|
2023-12-19 16:19:11, 1329 ნახვა
ომი უკრაინაში
პროკოპენკო - ყველას მოვუწოდებ, აიღონ ხელში იარაღი - ომი ხანგრძლივი იქნება
"აზოვის" ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება. პროკოპენკო მოუწოდებს უკრაინელებს, გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი და შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდნენ. "სასოწარკვეთილების, პანიკის ან აპათიის საუკეთესო წამალი, რომელიც გამოწვეულია ამ ომის ვადებზე ფიქრით, არის აქტიური ჩართვა ისტორიულ პროცესებში, რომელიც ხდება აქ და ახლა. არ ვიცით ზუსტი დღე, თვე თუ წელი, როდის გავიმარჯვებთ და შევძლებთ ოჯახებში დაბრუნებას, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი, ჩვენ გვერდით სანდო თანამებრძოლები გვყავს, გულში სამშობლოს სიყვარული, ხელში - იარაღი... ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული უკრაინის თავდაცვის ძალების სამსახურში, უნდა გააკეთოს შეგნებული არჩევანი - აიღოს იარაღი, შეავსოს სამხედრო რიგები, ან გახდეს საიმედო უკანა დაცვა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად მუშაობს. ეს ომი ხანგრძლივი იქნება - ის, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს. ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული, თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად",- წერს პროკოპენკო სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)