18:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 20:29:44, 781 ნახვა

სამართალი
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერალურ მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში - ლევან იზორია დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან.

"მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics