10:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-16 14:01:03, 722 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი შოთაძე და რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს შეხვდნენ

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აშშ-ის გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს და გენერალური პროკურორის მოადგილეს, ბრიუს შვარცს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი ესწრებოდნენ.

“შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და გაწეული დახმარებისთვის.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს კომპეტენტური უწყებების მიერ განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევის ეფექტიანობას, დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების გამოძიებების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics