|
2023-12-14 16:07:37, 726 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე ნიკოლ ჩალიკს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებს და საქმიანობის სტანდარტებს აშშ-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო გაეცნო. მინისტრი რატი ბრეგაძე ბიუროს ევროპის ოფისის კურატორს, ნიკოლ ჩალიკს შეხვდა. „იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები იმგვარად არის განსაზღვრული, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოს სამართლებრივი უსაფრთხოება და კანონის უზენაესობის დაცვა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. ყურადღება გამახვილდა დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოში არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონული ხმის მიცემის წესით ჩატარდება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან. მხარეებმა განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების საკითხები. ამ კონტექსტში იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ საქმეებზე ისაუბრა. აღინიშნა ევროსასამართლოს მიერ იურიდიულად დადგენილი ფაქტი, რომ საქართველოს ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანის უფლებების ყველა დარღვევა შეერაცხება რუსეთს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მინისტრმა ისაუბრა ქართულ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება. შეხვედრის დასასრულ, რატი ბრეგაძემ ამერიკულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)