|
2023-12-13 02:31:39, 1603 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: როგორ შეუძლია უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს სიგიჟეა
როგორ შეუძლია უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს სიგიჟეა." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. " ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ადამიანებზე, მათ აწამებენ, კლავენ, აუპატიურებენ. დათმე ტერიტორია - დათმე ბავშვები. ხალხი, ვინც ამაზე საუბრობს, მზადაა შვილები ტერორისტებს მისცეს? " - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ 2022 წლის თებერვლიდან უკვე გაათავისუფლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 50%. " განვიხილეთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი ძალა მომავალ წელს. უპირველეს ყოვლისა - საჰაერო თავდაცვა, რუსული ლოგისტიკური ჯაჭვის განადგურება უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ უპირატესობა ცაში, ეს გააძლიერებს ჩვენს პოზიციას 2024 წელს. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას." აღნიშნა ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)