|
2023-12-09 11:27:57, 1045 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ველოდებით, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად იქნება შეფასებული
ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა ღირსეულად იქნება შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული ევროპული დაპირებები შესრულდება, - ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის რადამ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აუცილებელი კანონებიც მიიღო და ვენეციის კომისიის დასკვნები გაითვალისწინა. „უკრაინა ყველა ვალდებულებას ასრულებს. ჩვენ უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ ეს. დღეს უკრაინის რადამ მიიღო აუცილებელი კანონები ევროკომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისად ანტიკორუფციულ და ეროვნული უმცირესობების უფლებების სფეროში. გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნები – კონკრეტულად, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ უკრაინის ძალისხმევა იქნება ღირსეულად შეფასებული ევროკავშირის ლიდერების მიერ და უკრაინისთვის მიცემული შესაბამისი ევროპული დაპირებები შესრულდება. ჩვენ გვქონდა შვიდი რეკომენდაცია - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან დეკემბერში ელოდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)