01:56 - 22 Oct, 2026
|
2023-12-08 16:12:25, 1519 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის ომბუდსმენი - რუსეთს უკრაინის, დაახლოებით, 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს
რუსეთს უკრაინის, დაახლოებით, 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვეობაში ჰყავს, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა. ლუბინეცმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უკრაინას მისი მოქალაქეების უკან დაბრუნებაში დაეხმაროს. "დღეის მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!", - განაცხადა ლუბინეცმა. ცნობისთვის, მანამდე, ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთში უკანონოდ 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)