|
2023-12-07 16:51:56, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი აშშ-ის სენატში უკრაინის დახმარების დაბლოკვაზე - არ დავთმობთ ჩვენს მიწას, რუსული მონსტრის განადგურებას გავაგრძელებთ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც დანილოვი აღნიშნავს, უკრაინა არ დათმობს მიწის არცერთ ნაწილს და "რუსული მონსტრის განადგურებას" გააგრძელებს. „სიმშვიდე და სიმტკიცე. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, სად და როგორ მისცეს ხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენი ქვეყნის დაცვას, არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ ნაწილს და არ ვაპატიებთ არავის დაღუპულებსა და დაშავებულებს. ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას, გამოვიტანთ დასკვნებს, გადავტენით იარაღს და გავაგრძელებთ რუსული მონსტრის განადგურებას“, - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, აშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარება იმიგრაციასთან დაკავშირებული დავის გამო დაბლოკა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)