08:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 10:24:08, 568 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე წლებია ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ჩვენ ახლა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ. ევროკავშირის სტატუსი ერთიანი მონაპოვარი იქნება, რომლის შემდეგ, კიდევ არაერთი რეფორმის განხორციელება და ახალი რეგულაციის დანერგვა მოგვიწევს. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეთანხმებული უნდა იყოს თქვენთან, ბიზნესწრეებთან, რაც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია'',- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სამინისტროს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ასოციაციის წევრები დაინტერესდნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხებით, რაშიც ბიზნესწრეების ჩართულობისა და მათი პოზიციების გათვალისწინების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამას, სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების გამოყენების მნიშვნელობას და სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების  საკითხებს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამას. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics