|
2023-12-05 23:17:07, 1697 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს
ყველა, ვინც რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, სახელმწიფოსგან საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და უზრუნველყოს ყველა იმ პირის საჭიროებები, რომელიც მას იცავს. "სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველაზე, ვინც მას იცავს და უზრუნველყოს [მათი] ყველა საჭიროება. და ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სათანადო აღჭურვილობასა და იარაღზე. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ სოციალურ დაცვასა და ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ღირსეულ უზრუნველყოფაზე. ამრიგად, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა, ვინც ომის დაწყებიდან უკრაინის გმირის წოდება მიიღო, საკუთარ საცხოვრებელს მიიღებს. ყველა, ვინც სახელმწიფოს იცავდა, "ოქროს ვარსკვლავის" ორდენის მფლობელი გახდა. ყველა გამონაკლისის გარეშე", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)