|
2023-12-01 15:25:50, 1100 ნახვა
საზოგადოება
„სამოქალაქო იდეა“ - ქართული ტელემედია ორგანზიაციების ნაწილი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია - CCTV-ისთან თანამშრომლობას იწყებს
ძალიან სამწუხაროა ინფორმაცია - ქართული ტელემედია ორგანზიაციების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია - CCTV-ისთან თანამშრომლობას იწყებს,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარი თანამშრომლობა სრულიად გაუგებარი და დამაზიანებელია. „არსებობს სერიოზულო საფრთხე, რომ ისინი მარტივად გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი, გაუთვითცნობიერებლად მიიღონ მონაწილეობა ყალბი ამბების გავრცელებაში და ამით ქვეყნის, არა მარტო ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე, არამედ საგარეო პოლიტიკურ კურსსაც, რომელიც მიმართულია დასავლურ ალიანსებში გაწევრიანებისკენ“,- აღნიშნულია „სამოქალაქო იდეას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV) 65 წლის წინ, 1958 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთადერთი ავტორიზებული ეროვნული მაუწყებელი. ამჟამად, CCTV-ის მფლობელობაში 40 არხი შედის და წლიურად 300 000 საეთერო საათს იკავებს. CCTV მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) სხვადასხვა დანაყოფებთან. აქედან გამომდინარე, სწორედ პარტია განსაზღვრავს CCTV-ის მიერ გაშუქებული ინფორმაციისა და ახალი ამბების ტიპოლოგიას, რომელიც ხელმისაწვდომია ჩინეთის 1,4 მილიარდი მოქალაქისთვის. ცენტრალური ტელევიზიის ამჟამინდელი პრეზიდენტი შენ ჰაიქსიონგი, არა მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია, არამედ ცენტრალური კომიტეტის წევრის თანამდებობასაც იკავებს. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა გუანდონგის პროვინციის პროპაგანდის განყოფილებას. „სამოქალაქო იდეას“ განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ CCTV ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო და პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეხედულებების გამოხატვასთან ერთად, აერთიანებს "საგამოძიებო“ გადაცემებს, რომლებიც ემსახურება პარტიის ინტერესებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ყველაზე პრობლემატურია ეჭვმიტანილთა საჯარო აღიარებების სერია, რომელსაც CCTV ხშირად აქვეყნებს გახმაურებულ საქმეებში ბრალდების წაყენებისა ან მათი დაპატიმრების წინ. CCTV-ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ანტიდასავლურ პროპაგანდა, სწორედ ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე იხარჯება ამ ტელეკომპანიის საეთერო დროის ყველაზე დიდი ნაწილი. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა რუსეთ-უკრაინის ომისა და კოვიდ-19-ის პრიზმიდან. „იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ქართული მედია საშუალებები აცნობიერებენ, რომ თანამშრომლობას იწყებენ არა რომელიმე დიდი ტელემედიასთან, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ პროპაგანდისტულ იარაღთან, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან",- აცხადებენ „სამოქალაქო იდეაში“.
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)