09:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 11:59:32, 680 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გააცნო

​მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო სტრატეგია თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვებთან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს ტურიზმის, სამთო კურორტებისა და ავიაციის სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

მათივე ცნობით, ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრაზე მაია ომიაძემ 2023 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მომავალი გეგმები გააცნო.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ჩვენ შევაჯამეთ 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია, კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ საერთო აქტივობები, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტები. ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ვიმსჯელეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი და კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან", - განაცხადა სასტუმრო Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ის წარმომადგენელმა ალექსანდრა პოპსუევამ.

ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით, ახალი ავაირეისების დანიშვნითა და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics