09:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 12:27:32, 509 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში

CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, შემუშავებული სტრატეგიებისა და ოპერაციული ჩარჩოების მეშვეობით CAREC-ი მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვის პლატფორმას უზრუნველყოფს.

"CAREC-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი პარტნიორობისა და გუნდური მუშაობის ხელშეწყობის კუთხით - მდგრადი ეკონომიკური ზრდის, საერთო კეთილდღეობისა და მდგრადობის გაძლიერებისთვის ჩვენს რეგიონში. შემუშავებული სტრატეგიებისა და ოპერაციული ჩარჩოების მეშვეობით CAREC-ი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვის პლატფორმას და მოქმედებს როგორც ფორუმი, აზრებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გასაზიარებლად, ექსპერტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით", - განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველო წელს პირველადაა CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს გაწევრიანების შემდეგ. მინისტერიალს ესწრებიან CAREC-ის მონაწილე ათი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.

პროგრამა მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას, მინისტერიალებზე კი განიხილება რეგიონული თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - ვაჭრობის ხელშეწყობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები და ა.შ. თბილისში 22-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრაა. CAREC-ის მიერ შემუშავებული კლიმატის ხედვის დოკუმენტის (Climate Change Vision Document) მიზანია რეგიონის მდგრადობა კლიმატის რისკების მიმართ და ძალისხმევის მიმართვა სითბური აირების შემცირებასა და ნახშირბადის დაბალი გამოყოფის მქონე ეკონომიკაზე გადასასვლელად.

"დღევანდელი მინისტერიალის დევიზია „რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ცვლილებების ეპოქაში". მართლაც, ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებებისა და მოულოდნელობების ეპოქაში. ჩვენი გუნდური მუშაობის გაძლიერება რეგიონში წარმოადგენს ერთობლივი პროგრესის მიღწევისა და მწვანე, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის ხელშეწყობის მთავარ გასაღებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე განიხილება CAREC-ის სხვა პრიორიტეტული სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებები, რაც ხელს უწყობს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არაერთ სექტორში, მათ შორის - ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics