|
2023-11-29 18:17:26, 1629 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - მოკავშირეებში არ არსებობს კითხვის ნიშანი, უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა
მოკავშირეებში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის თქმით, მოკავშირეები ახლა დახმარებას უწევენ უკრაინას, რათა არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი, არამედ განავითაროს სამხედრო შესაძლებლობები, რათა შესაძლო სამომავლო აგრესიის შეკავებას შეძლოს. „უნდა გითხრათ: როცა მაგიდის ირგვლივ ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველა ლაპარაკობდა უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერის საჭიროებაზე. ზოგიერთმა დასვა კითხვა, უნდა გააგრძელონ თუ არა შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა... პასუხი დღეს ნატოში არის ძალიან მკაფიო და ურყევი: ჩვენ უნდა და დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის აგრესიული ომი მისი სტრატეგიული დამარცხება შესაძლებელი გახდეს, ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო იმ მომენტში, როდესაც კრემლმა ომი დაიწყო. ფსონები ყველასთვის ნათელია... ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს საზღვრები. ეს არის თითოეული მოკავშირის ინტერესებში და იმ ბევრი ქვეყნის ინტერესებშიც, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები", - განაცხადა ბლინკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)