06:44 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 16:51:53, 706 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება

უპრეცედენტო პროექტი, კერძოდ პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნა, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. იუსტიციის სახლები უკვე გახსნილი არის რუსთავი მე-16, ქალთა ნომერ მე-5 დაწესებულებებში, გლდანის ნომერ მე-8 და ლაითურის დაწესებულებებში, ასევე, გასახსნელად მზადაა და უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი იქნება ქუთაისის ნომერ მე-2 დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტარი ირაკლი შატაკიშვილის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სახლები 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ამისი შესაბამისი საჭიროება იქნება და მსჯავრდადებულებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ 50 სერვისით.

მინდობილობებით და პირადობის მოწმობების განახლებით. მინდობილობა ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული სერვისია, იმიტომ რომ ვთქვათ, თუკი რომელიმე პატიმრის შვილს სჭირდება პირობითად საზღვარგარეთ გასვლა ან რამე მსგავსი ტიპის მოქმედების შესრულება, ამისთვის ესაჭიროება ორივე მშობლის მინდობილობა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის მომსახურება არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics