12:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 09:54:19, 1967 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეზე ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ჯეფრი პიატზე დაყრდნობით ავრცელებს.

პიატის თქმით, აშშ უკრაინის მთავრობასთან მუშაობს, რათა განავითარონ დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროპასთან.

"აშშ-მა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა იარაღად გამოეყენებინა ზამთრის სიცივე და იარაღად გამოეყენებინა ზამთარი უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად. დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის“, - განაცხადა პიატმა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად აშშ-მა და უკრაინამ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს 522 მლნ აშშ დოლარს უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად, საიდანაც 100 მილიონი გარკვეული პირობების დაკმაყოფილებისთვისაა გათვალისწინებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics