|
2023-11-15 15:51:33, 644 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - საქართველო განაგრძობს ევროკავშირის რეგულაციებთან შემდგომი ჰარმონიზების პროცესს
საქართველო განაგრძობს ევროკავშირის რეგულაციებთან შემდგომი ჰარმონიზების პროცესს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ხუციშვილის თქმით, საქართველო ამჟამად, პირველად ამზადებს ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტს ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით. მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის ESA 2010 აღრიცხვის სტანდარტთან საქართველოში მოქმედი IMF-ის GFSM 2014-ის აღრიცხვის დაკავშირებაზე; გრძელდება მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმაზე. მისივე თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით წლებია ხორციელდება შიდა ფინანსური მართვისა და კონტროლის რეფორმა. „ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს მუდმივ რეჟიმში მდგრადი მაკრო-ფისკალური პარამეტრების შენარჩუნებას და მკაცრ, თუმცა ამავდროულად, ეფექტურ და მოქნილ ფისკალურ დისციპლინას, რომელიც ვითარდება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად", - განაცხადა ხუციშვილმა. ხუციშვილის თქმითვე, საქართველოს საგადასახადო სისტემა წლებია წარმატებით ვითარდება ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალური თავსებადობის პრინციპით და მეტწილად, ჰარმონიზებულია, მათ შორის, დღგ-ის და დიდწილად აქციზის ნაწილში, კვლავ გრძელდება მუშაობა ფისკალური ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მიზნით.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)