|
2023-11-15 12:17:37, 693 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“
შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, მოპოვებული წარმატება ხელს შეუწყობს თბილისის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. „ქალაქ ლუგანოში, შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე (Swiss Tourism Awards), თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში - „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“. აღნიშნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი იმ ქალაქებისა თუ მიმართულებების აღიარებაა, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ინარჩუნებენ საკუთარ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას. მოპოვებული ჯილდო კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს თბილისის, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებასა და მისი უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო მედიაკომპანიის - „ვანდელასთის“ (Wanderlust) მიერ გამართულ ცერემონიაზე თბილისი ნომინირებულ იქნა „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის“ ჯილდოზე. „მე, როგორც ამ ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ თბილისი ასე წარმატებით ეცნობა მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქალაქს ბევრი ადამიანი ესტუმრება. ვცდილობთ, ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული საზოგადეობრივი ტრანსპორტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)