|
2023-11-14 13:50:51, 672 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად ავლაბრის მოედანზე, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ განთავსებულ სკულპტურას გაეცნო. ადგილზე ასევე იმყოფებოდა ფონდის ხელმძღვანელი ლიკა ჭკუასელი. ნამუშევარი, სახელწოდებით „წინააღმდეგობა“ ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, დავით ნათიძეს ეკუთვნის. „რამდენიმე ხნის წინ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დავაფუძნეთ, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების განვითარებას, ქართველი სკულპტორების ნამუშევრების განთავსებას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნული ფონდის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს - მართლაც ბევრი გვყავს ასეთი, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ასევე, ახალგაზრდები. ავლაბარში დავით ნათიძის მიერ შექმნილი სკულპტურაა განთავსებული, რომელიც ძალიან მოუხდა აღნიშნულ სივრცეს. ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება. გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ პარკებისთვის, იმ კონკრეტული პროექტებისთვის, რომელთა რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, მუნიციპალიტეტმა მსგავსი ნამუშევრები შეიძინოს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მისცემს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას და სტიმულს. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დავით ნათიძის ნამუშევარმა გაიმარჯვა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, თბილისი, ავლაბრის მოედანი“. თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი (ააიპ) 2023 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა. მისი შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას. კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები; ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობას; მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში; ასევე ხელი შეუწყოს ქალაქის კულტურული იერსახის განვითარებას. ამ ამოცანების შესასრულებლად ფონდი აცხადებს ღია კონკურსებს თანამედროვე ხელოვანებისთვის. მიმდინარე წელს ფონდმა რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)