|
2023-11-11 15:14:53, 967 ნახვა
საზოგადოება
მერია - გიორგიწმინდის დასახლებაში სპორტული მოედანი მოეწყო
გიორგიწმინდის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, 336 კვ.მ ფართობზე განთავსდა. "მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარიც და მოეწყო გარე განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდა დამცავი ბადე და ტრიბუნა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 238 ლარი დაიხარჯა. გლდანის გამგეობის მიერ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)