12:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 13:28:15, 688 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემიათანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და თურქეთის იუსტიციის აკადემია თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი იუსტიციის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იქნება. 

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ და  თურქეთის იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტმა მუჰითინ ოზდემირმა.

"თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ ჟვანია  თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰასან ილმაზსაც შეხვდა. მხარეები სასწავლო მიმართულებით არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ.

ასევე, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თურქეთის პენიტენციური და პრობაციის დაწესებულებებისა და საპატიმროების თანამშრომელთა სასწავლო ცენტრის დირექტორთან, თურქეთის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტის პირველ მოადგილესთან, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გენერალურ მდივანთან, თურქეთში საქართველოს ელჩთან. შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილებები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი  ოფიციალური ვიზიტით თურქეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics