|
2023-11-10 17:42:45, 769 ნახვა
საზოგადოება
ჰანს კლუგე, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმებზე - ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე
პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ, - აღნიშნულის შესახებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰანს კლუგემ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა. „ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე და წარმოშობს ჩვენთვის ოპტიმიზმს, მხარი დავუჭიროთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ამ სფეროებში რეფორმების გატარებისას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჯანმრთელობას მსოფლიო ორგანიზაციის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა. ჰანს კლუგემ, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს, მის მოადგილეებს თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურს მადლობა გადაუხადა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)