14:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 13:30:40, 734 ნახვა

საზოგადოება
ლევან დოთიაშვილი კირბალზე - დამიზნებით გვესროდა - ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა

დამიზნებით გვესროდა - ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა,- ასე იხსენებს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს მომხდარს, როდესაც ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

დოთიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უკანონო დაკავების შემდეგ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

"რა მოხდა, არ ვიცი. ჩვენ მანქანაში ვისხედით, შეიძლება, დაგვიძახა, რომ არ წახვიდეთ - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ გაგვიგია და მოგვდევდა სროლით, ბევრი გაისროლა...

მე თვითონ ვნახე ნატყვიარები. [თამაზ გინტურს] ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ერთი თქვა - დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი? - და კიო. გადავედი მე მანქანიდან, გადმოვიყვანე. ამ დროს ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით... 7 ამოვიდა სადღაც 5-6 წუთის შემდეგ. თამაზი რომ გადმოვიყვანე [მანქანიდან], სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას რომ გავაგებინე, იმის შემდეგ 7 მოვიდა... პირდაპირ სროლით მოდიოდა ჩვენს უკან ცეცხლსასროლი იარაღით და სათამაშოდ რომ არ მოდიოდა რაღა თქმა უნდა... გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც - ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე",- განაცხადა დოთიაშვილმა. 

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უკანონო პატიმრობაში მყოფი დოთიაშვილი გუშინ, 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics