14:33 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-09 15:18:31, 536 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მონაწილეებმა შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს

დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მონაწილეებმა განვლილი დღეების შედეგები დასკვნით ღონისძიებაზე შეაჯამეს. წარმოდგენილი იყო შემაჯამებელი პრეზენტაციები და მოსაზრებები. ხელი მოეწერა გარემოსდაცვით დეკლარაციას, რითაც მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა, შეასრულონ სამიტის ფარგლებში გაჟღერებული რეკომენდაციები.

მთავარმა მომხსენებლებმა, Goldman Environmental Prize-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ სატონმა და Jurney with Purpose-ის დამფუძნებელმა, დუნკან გროსარტმა ყურადღება გაამახვილეს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის საკითხებზე; ასევე, დაცული ტერიტორიების როლზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, განვლილი სესიების შეჯამებისას, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ჩართულობისა და აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ სამიტზე სესიების და კონკრეტული პანელების ფარგლებში განხილული საკითხები და მიღებული შედეგები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დაცული ტერიტორიების მართვის მეთოდების დახვეწაში, მათ კონსერვაციასა და განვითარებაში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„სამიტი კიდევ ერთი მიზეზის გამო არის უპრეცედენტო: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონის - კავკასიის, ასევე, აღმოსავლეთი ევროპის  ქვეყნებთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში, ყველანი ერთად არასდროს დავმსხდარვართ მრგვალ მაგიდასთან და, შესაბამისად, ერთობლივად არ გვიმსჯელია ჩვენი საერთო გამოწვევების შესახებ. შესაბამისად, მინდა მივმართო მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებსა და არა მარტო მათ: ამაყი ვარ, რომ დღეს ბორჯომის სამიტმა შეგვკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი არც ისე დიდია, გვაქვს მრავალფეროვანი ეკოსისტემა და მრავალფეროვანი გამოცდილება. დღეს ჩვენ ერთმანეთს ამ გამოცდილებას სიამოვნებით ვუზიარებთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics