|
2023-11-09 14:36:47, 867 ნახვა
საზოგადოება
Первый отдел - საქართველოში რუსი აქტივისტი გაუჩინარდა - შესაძლოა, ის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს
საქართველოში, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტი რაფაილ შეპელევი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება Первый отдел ავრცელებს. Первый отдел-ის ცნობით, შეპელევი, შესაძლოა, ამ დროისთვის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 12 ოქტომბერს, შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა, სახლში კი მისი პირადი ნივთები იპოვეს. "გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლების შემდეგ, შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს",- ნათქვამია Первый отдел-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რუსული მედიასაშუალების, Sota-ს ცნობით, აქტივისტი რეგულარულად მონაწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში. რაფაილ შეპელევის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ აქტივისტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)