16:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 19:39:33, 595 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულმა ბანკმა „ლიბერთის“ გამორჩეული თანამშრომელი - მანანა აკობია დააჯილდოვა

დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი   ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული დამსახურების მიხედვით  ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. 

ეროვნულმა ბანკმა  საპატიო სიგელით, "ლიბერთის" დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი  მანანა აკობია დააჯილდოვა. 

მანანა აკობიას საბანკო სექტორში მუშაობის 22 წლიანი უწყვეტი გამოცდილები აქვს. მან თავისი კარიერა დაიწყო ოპერატორის პოზიციიდან და იყო პირველი პირადი ბანკირი ქვეყანაში. 2005 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა პირადი ბანკირის ინსტიტუტი საქართველოში. 2009 წლიდან "ლიბერთის" დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.  

"ბანკირთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ყველა გამარჯვებულს. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ბანკის ჯილდოს მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მეამაყება, რომ ამ ჯილდოზე "ლიბერთის" გუნდმა წარმადგინა. ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა როგორც ჩემი თანაგუნდელების, ასევე ჩვენი მომხმარებლების წინაშე, რომ მუდმივად გავამართლოთ მათი მოლოდინები", - მანანა აკობია, "ლიბერთის" დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics