|
2023-11-08 14:35:02, 879 ნახვა
საზოგადოება
კერამიკული ჭურჭლის შერჩევის კრიტერიუმები - ის რაც უნდა იცოდეთ
კერამიკული ჭურჭლის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ვიზუალურ ესთეტიკასთან ერთად პროდუქტმა უსაფრთხოების სტანდაარტები უნდა დააკმაყოფილოს და ის თქვენს გემოვნებას უნდა ერგებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის გამოყენებაზე უარს ძალაუნებურად იტყვით. კერამიკული ჭურჭლის მთავარი მახასიათებელი მისი ეკოლოგიურობაა. მავნე კომპონენტების არარსებობა და მასალის ქიმიური ინერტულობა საკვების უცხო ნივთიერებებთან ურთიერთქმედებას გამორიცხავს. ასეთ ჭურჭელში საკვები არ იწვება და ის სრულად ინარჩუნებს სისუფთავეს. კერამიკა საკვების დაძველებას უშლის ხელს, ამასთან ინარჩუნებს ტემპერატურასაც, როგორც ცივი, ასევე ცხელი სასმლისთვის. კერამიკული ჭურჭელი ხშირად გამოიყენება ღუმელში ხორცისა და სხვა საკვების შესაწვავად. ის შესაფერისია მიკროტალღურ ღუმელში გამოსაყენებლად. თუმცა ღია ცეცხლზე მომზადებისთვის რეკომენდებული არ არის. ჭურჭლის შერჩევისას ყურადღება რამოდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმზე გაამახვილეთ:
ხარისხი -ჭურჭელში გამოყენებული კერამიკა უნდა იყოს გამძლე, გლუვი ზედაპირით და არ უნდა იყოს მარტივად მსხვრევადი. უსაფრთხოება - პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. მწარმოებლები უნდა ფლობდნენ ისეთ სერტიფიკატს, რომელიც ჭურჭლის უსაფრთხო გამოყენებას ადასტურებს. შემცველობა - ტოქსიკური ნივთიერებების მაღალმა დონემ შესაძლოა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. დარწმუნდით, რომ შენაძენში ტყვიის და კადმიუმის სტანდარტით გათვალისწინებული რაოდენობაა. დიზაინი - შეარჩიეთ ჭურჭლის დიზაინი და დარწმუნდით, რომ მისი გამოყენება ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ჭურჭელი უნდა ერწყმოდეს თქვენს სასადილო სივრცეს და დეკორაციებს. შეისწავლეთ სხვადასხვა ვარიანტები და იპოვეთ სტილი, რომელიც თქვენს გემოვნებას ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. როგორ შევიძინოთ ჭურჭელი ონლაინ? ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა, ლილოშოპი, სხვადასხვა დანიშნულების და დიზაინის ჭურჭლის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. ლილოშოპზე ჭურჭლის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს, რაც შოპინგს კიდევ უფრო მოხერხებულ პროცესად აქცევს. ლილოშოპზე შეგიძლიათ შეიძინოთ:
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელზე ხელმისაწვდომი ფასები მოქმედებს. მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებულია. თქვენი პრიორიტეტების მიხედვით შეიძინეთ მოდელები, რომლებიც თქვენს ყოველდრიურ რუტინას მაქსიმალურად გაამარტივებს და სამზარეულოში ფუსფუსს კიდევ უფრო შეგაყვარებთ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)