|
2023-11-07 14:59:22, 763 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის მონაწილეობით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიხსნა
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ნოემბერს, ბორჯომში ჩატარდება. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება. ბორჯომის სამიტი პირველი პრეცედენტია საქართველოს დაცული ტერიტორიების ისტორიაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკებისა თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლებელი იქნება ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკის გაცნობა, განხილვა და გამოცდილების გაზიარება. დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოსდაცვითი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიების პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს, თემატურ სემინარებს და პრეზენტაციებს. საერთაშორისო სპიკერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩრდილო მაკედონიიდან, ალბანეთიდან, ბულგარეთიდან, მონტენეგროდან, და კორეის რესპუბლიკიდან განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები, ეროვნულ პარკებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და სისტემები, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები. სამიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება სპეციალური სესიები - „World Café მეთოდი”, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო საკითხებისა და გამოწვევების სიღრმისეულ შესწავლას ეროვნული პარკების განვითარების ჭრილში. განხილული იქნება ეროვნული პარკების დაცვის და კანონაღსრულების, მდგრადი ტურიზმის განვითარების, ფინანსური მდგრადობის, სისტემების და ტექნოლოგიების, ბიომრავალფეროვნების აღდგენის საკითხები. ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების თანადამფინანსებლები არიან კავკასიის ბუნების ფონდი, საქართველოს ბანკი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და SABUKO. სამიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.borjomisummit.ge. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)