16:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 12:51:04, 679 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სლოვენიელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარიან შარეცი ეწვია. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

„ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. მინისტრმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვენიის აქტიური ჩართულობა, სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებების კუთხით ერთობლივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც თავდაცვის უწყებების დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი პირველად განხორციელდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მარიან შარეცი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics