08:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-05 11:29:41, 1056 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე 12 საქნციების რაუნდს გამოაცხადებს, მკაცრდება არსებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობა

ევროკავშირი მომავალ კვირას გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 რაუნდს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 ნოემბერს უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.

"მომავალ კვირას ჩვენ გამოვაცხადებთ სანქციების ახალ მე-12 პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ განვახორციელებთ სანქციებს მანამ, სანამ მშვიდობა არ დადგება", - განაცხადა ევროპელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების ახალი პაკეტი მომავალ კვირას გამოცხადდება.

მან მიუთითა, რომ პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ზომები არსებული შეზღუდვების გვერდის ავლისთვის, ასევე სანქციები ორმაგი დანიშნულების საქონელზე და რუსული ბრილიანტის აკრძალვა.
როგორც Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, შეზღუდვები საქონლის ექსპორტზე და იმპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, შექმნილია რუსეთის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიარდი ევროს დეფიციტისთვის.

სააგენტომ აღნიშნა, რომ სანქციები გავლენას მოახდენს შედუღების აპარატების, ქიმიკატების და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებული სხვა ტექნოლოგიების ექსპორტზე.
ასევე განიხილება შესაძლებლობა:

პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების აკრძალვა;
შეზღუდვები მცირე რაოდენობით დამუშავებული ლითონებისა და ალუმინის პროდუქტების, სამშენებლო მასალების და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საქონლის იმპორტზე.
ხოლო ბრილიანტების იმპორტის აკრძალვა დამოკიდებული იქნება G7-ის გადაწყვეტილებაზე მათი თვალთვალის და კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, შეზღუდვები შესაძლოა დაწესდეს 100-ზე მეტ ფიზიკურ და ოთხ ათეულ იურიდიულ პირზე. ასევე განიხილება რუსების „სენსიტიურ“ სექტორებში დასაქმების აკრძალვები და რუსული აქტივების ევროკავშირში რეპატრიაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics