18:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 10:47:42, 643 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიამ, ცენტრალური აზიის რეგიონისეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

ყაზახეთში, ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ჯანდაცვის ჯგუფის, რიგით მე-5 სამუშაო შეხვედრები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წელს, საქართველო, „კარეკის“ თავმჯდომარე ქვეყანა იყო, შესაბამისად, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა. 

მისი განცხადებით, 2030 წლის საერთო ჯანდაცვის სტრატეგია და 2024 წლის რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომლებიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ასევე - პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად. 

სამუშაო შეხვედრებზე, „კარეკის“ მონაწილე 10 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, დოკუმენტების იმპლემენტაციის პროცესზე, სექტორში, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს, რეგიონულ დონეზე, ჯანდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. 

ღონისძიების ფარგლებში გამართული მოხსენებებისა და პრეზენტაციების პარალელურად, თამარ გაბუნიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც სპიკერებმა, ჯანდაცვის სექტორზე კლიმატური ცვლილებების გავლენაზე იმსჯელეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics